Thursday, May 29, 2014
დღე 6
რა გავაკეთე? აბა გამოიცანით. ახლა მეზარება დაწერა.თქვენ რეფლექსიები დადეთ და ტექსტს მერე დავწერ
Wednesday, May 28, 2014
დღე 5
....ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ entel ის ტრენინგზე, ისევ თავდაუზოგავი და გამწარებული მუშაობა. ვიმუშავეთ ''პროექტის შეფასება'' ზე, რომელიც სასურველია ამოვბეჭდოთ და კარგად შევინახოთ (გვაქვს ფოსტაში).დავიცვათ საავტორო უფლება. ლიცენზია- viewer-რესურსები-საავტორო უფლებები-გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. აუცილებელია ამ დოკუმენტის შენახვა პორტფოლიოში.ვიმუშავეთ URl მისამართზე ანუ ლინკზე. გადავიტანეთ ვიდეო ფაილები ბლოგზე: მოვძებნით სასურველ ვიდეოს-share-embed-გალურჯებულ კოდს ვაკოპირებთ ბლოგზე, new post ში შევდივართ და ვაჭერთ HTML ს, ვსვამთ კოპირებულ ტექსტს და compose. ვინახავთ save ის საშუალებით და ვაქვეყნებთ. ...P.S ეს ისე რომ არ დამავიწყდეს
Thursday, May 8, 2014
დღე 4
.....საინტერესო და დამქანცველი დღე. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე და გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე, შეფასების სტრატეგიებზე ახალ სახელმძღვანელოში რომლის ლინკიც მე-2 მოდულის მე-3 აქტივობაში მოგვძებნინა ნათიამ. ვიმუშავეთ power point-ში, გავაკეთეთ სლაიდები პროექტის გეგმისა(ძირითადი ნაწილი). თითქოს ცოტაა მაგრამ დამიჯერეთ ბევრი სამუშაო იყო. პირველად გამიჭირდა. ოო ეს აუტანელი ცხრილები.
Wednesday, May 7, 2014
დღე 3
კიდევ ერთი საინტერესო დღე....ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.დავაკოპირეთ დესკტოპიდან სდანდარტები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ვიმუშავეთ doc-ებზე.ვისწავლეთ დოკუმენტის გარდაქმნა-გაზიარება.მოვახდინეთ ბლოგეზე ჩანართების გადატანა.განვიხილეთ გონებრივი იერიშის კითხვები. უფ რამდენი რამე გაგვიკეთებია არადა ჯერ მე-3 დღეა.
Thursday, May 1, 2014
დღე 2
საინტერესო დღე იყო, ნაყოფიერი.ისე ჩქარა გავიდა 4 საათი დაღლა ვერ ვიგრძენი.
ვიმუშავეთ word-ის დოკუმენტში. viewer - ის სახელმძღვანელოს დახმარებით ვისწავლეთ ბუკლეტების, ბროშურების დამზადება.გავაკეთე ბროშურა მშობლებისათვის ჩემივე საპროექტო თემაზე,ვისწავლე კომენტარების დადება blog-ზე.
......... და ყველაზე მთვარი ნათიას საჩუქრი word-ის დოკუმენტში.
......... და ყველაზე მთვარი ნათიას საჩუქრი word-ის დოკუმენტში.
Subscribe to:
Comments (Atom)