Wednesday, April 24, 2013

პროექტი-ჯანსაღი საკვები


პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი საკვები
პროექტის მთავარი იდეა: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება. ჯანსაღი საკვების უკეთ გაცნობა და მათ მიმართ გონივრული დამოკიდებულება.
პროექტის აქტუალება: ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის განვითარება. შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
პროექტის მიზნები: ინგლისურ ენაში ცოდნის გაღრმავება, საკვების უკეთ შესწავლა და მათი სარგებლიანობის დანახვა
მონაწილეთა ასაკი: X-XI კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან ჯანსაღ საკვებს.გამოუმუშავდებათ საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტო-აპარატი, სახელმძღვანელო, კომპიუტერი,ინტერნეტი, ფურცლები,კალამი,ფლიპ ჩარტები,ფლეშ კარტები,პლაკატები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები განსაზღვრავენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად.მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მათ აქვთ არჩევანის საშუალება, პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე-ხილი, მეორე ჯგუფი-ბოსტნეული, მესამე ჯგუფი-რძის პროდუქტები. მოსწავლეთა ჯგუფი  აღრიცხავს იმ საკვებს რომელიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია(გამოყენების თვალსაზრისით),ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ მშობლებთან,უფროსებთან, მიმართავენ ბიოლოგიის,ქიმიის მასწავლებლებს და ჩაწერენ ინტერვიუს.მოიძიებენ ინფორმაციას.იღებენ სურათებს  სხვა ლიტერატურიდან(ინტერნეტიდან,კლასგარეშე სახელმძღვანელოებიდან),გამოსცემენ კედლის გაზეთს სათაურით ,,ვიკვებოთ ჯანაღი პროდუქტით“,სადაც გამოქვეყნებული იქნება მოძიებული მასალა,სურათები,აგროვებენ ინფორმაციას ჯანსაღი საკვების შესახებ და წარმოადგენენ მათ კალორიულობას  ცხრილების სახით Excell-ფაილის დახმარებით. ამზადებენ ბუკლეტებს WORD-ის დოკუმენტში და ავრცელებენ მოსახლეობაში,1 კვირის შემდეგ ისინი აკეთებენ პრეზენტაციას power point-ის დახმარებით.პრეზენტაციაზე იწვევენ სტუმრებს,მათგან იღებენ ინტერვიუს,არიგებენ კითხვარებს და ახდენენ თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკით.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური-ბიოლოგია-ქიმია
პროექტის     ხელმძღვანელი: მასწავლებელი-ნატო სომხიშვილი                                 ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: somkhishvilinaat@gmail.com